← Fredo

გამოყენების პირობები

მოვაჭრე და საკონტაქტო ინფორმაცია

ი.მ. გიორგი ჯომარდიძე
ელფოსტა: giojomardidze@gmail.com
დახმარებისთვის მოგვწერე საიტის ჩათში ან გამოიყენე საკონტაქტო ფორმა.

შენი დესკტოპის მეგობარი

Fredo ცხოველის ფოტოებისა და სურვილისამებრ ხმის ჩანაწერის მიხედვით ქმნის პერსონალურ დესკტოპის პეტს. ამჟამად მხარდაჭერილია Windows; macOS ვერსია ჯერ ხელმისაწვდომი არ არის. ატვირთე მხოლოდ მასალა, რომლის გამოყენების უფლებაც გაქვს, და მოერიდე სხვა ადამიანების პირად ინფორმაციას.

ფასი და მიწოდება

Retro პეტის შექმნა ღირს 29.99 ₾, Realistic-ის ინდივიდუალური შექმნა — Coming soon; ამ ეტაპზე მხოლოდ მომზადებული მაგალითების ნახვა შეგიძლია. მზა Retro პეტი ღირს 9.99 ₾, Realistic — 29.99 ₾. Fredo-ს ნიმუშები საცდელი დემოებია. საბოლოო თანხა გადახდამდე ჩანს. პროდუქტი ციფრულია; ფიზიკური მიწოდება არ ხდება და მიწოდების საფასური არ ემატება. მზა Windows-ის საინსტალაციო და გააქტიურების წვდომა „ჩემს პეტებში“ ჩნდება პროვაიდერის მიერ გადახდის დადასტურების შემდეგ. პერსონალური შექმნა გადახდისა და შენი მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ ცალკე იწყება; შეფუთვამდე ადასტურებ გარეგნობასა და მოძრაობებს. „მზადდება“ სტატუსის Realistic გენერაციის შეძენა შეუძლებელია. AI-ის შედეგი შესაძლოა საწყისი ფოტოსგან განსხვავდებოდეს. პროგრესი ანგარიშში ჩანს; თუ გადახდა დადასტურდა და ფაილი არ ჩანს, დაგვიკავშირდი.

ვალუტა და გადახდა

საბაზო ფასები ლარშია განსაზღვრული. კატალოგში USD და EUR ფასი ითვლება საიტზე შენახული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით, რომელიც ყოველდღე თბილისის დროით 18:00-ზე მოწმდება. შეკვეთის საბოლოო თანხა არჩეულ ვალუტაში ორ ათწილადამდე მრგვალდება და შესაბამისი Flitt ანგარიშით იჭრება. გადახდამდე გადაამოწმე ნაჩვენები თანხა და ვალუტა. დაწყებული გადახდის შეკვეთის თანხა და ვალუტა ფიქსირდება; მისი ხელახლა გახსნისას იგივე თანხა ჩანს. თუ ბარათის ანგარიში სხვა ვალუტაშია, შენმა ბანკმა შეიძლება კონვერტაცია ან საკომისიო გამოიყენოს. ბარათი, Apple Pay და Google Pay ხელმისაწვდომობის მიხედვით ჩანს Flitt-ის გვერდზე და დამოკიდებულია ანგარიშის გააქტიურებასა და მოწყობილობის მხარდაჭერაზე. შემქმნელის ბალანსი საწყისი ლარის ფასით აღირიცხება.

საქართველოს ეროვნული ბანკის კურსები

პირადი პეტები და მარკეტფლეისი

ატვირთული საწყისი ფოტოები და ხმა პირადია. გასაყიდად მხოლოდ შენ მიერ გენერირებული პეტის გამოქვეყნება შეგიძლია. შეძენილი ან ნაჩუქარი პეტი პირადი გამოყენებისთვისაა და მისი ხელახლა გაყიდვა შეუძლებელია. შენი გენერირებული პეტის გამოქვეყნებას თავად ირჩევ; გასაყიდი ფასი სტილის მიხედვით ფიქსირდება. გამოჩნდება პეტის ნიმუში, სახელი, ჯიში, აღწერა და შემქმნელის საჯარო სახელი. დამალვა ახალ გაყიდვებს აჩერებს; არსებული მყიდველები შეძენილ წვდომას ინარჩუნებენ.

ლიცენზია და განახლებები

მარკეტფლეისის ფასიანი პეტი განკუთვნილია პირადი გამოყენებისთვის, თითო შესყიდვაზე მაქსიმუმ ხუთ კომპიუტერზე. ინტერნეტთან დაკავშირებისას ლიცენზია მოწმდება. Fredo-ს დემოს კოდი არ სჭირდება. ავტომატური განახლებები აპის პარამეტრებში იცვლება; შეტყობინებების წყაროებზე წვდომას ცალკე ირჩევ.

შემქმნელის წილი

ავტორის წილი ითვლება გაყიდვის ფასის 10%-ით და თითო გაყიდვაზე სრულ თეთრამდე ქვემოთ მრგვალდება (Retro: 9.99 ₾-დან 0.99 ₾; Realistic: 29.99 ₾-დან 2.99 ₾). თითო გაყიდვიდან თეთრზე ნაკლები ნაწილი ბალანსზე არ ირიცხება. დაბრუნებული გაყიდვა შემოსავალში აღარ ითვლება. გაყიდვებიდან წილი ბალანსზე გერიცხება. დაკავშირებულ ანგარიშზე გატანის მოთხოვნა შეგიძლია, როცა ხელმისაწვდომი, დადასტურებული ბალანსი 50 ₾-ს გადააჭარბებს; თითო გატანის მინიმუმია 50 ₾. ხელმისაწვდომი ბალანსით შეგიძლია ახალი პეტის გენერაციის სრული საფასურიც გადაიხადო, 50 ₾-იანი მინიმუმის გარეშე. მოლოდინში მყოფი და გასატანად რეზერვირებული თანხა ვერ დაიხარჯება. დადასტურებამდე გამოჩნდება არჩეული სტილი და ფასი. თუ ბალანსით გადახდილ პეტს გენერაციის დაწყებამდე წაშლი, თანხა ბალანსზე დაბრუნდება. დარიცხვა ავტომატურ საბანკო გადარიცხვას არ ნიშნავს. თანხის გატანის ჩართვამდე გამოჩნდება პროვაიდერი, დადასტურების მოთხოვნები და ჩარიცხვის პირობები.

კონტაქტი და უფლებები

Fredo არის JØMΛ-ს პროექტი. ანგარიშისა და შეკვეთის საკითხებზე მოგვწერე საიტის ჩათში ან საკონტაქტო ფორმით. ეს პირობები არ ზღუდავს მომხმარებლის კანონით მინიჭებულ უფლებებს.

განახლებულია: 1 ოქტომბერი, 2026