უსაფრთხოება და ჩამოტვირთვა
Fredo Peto არის Windows-ის დესკტოპის პეტი ნოუთებითა და შეხსენებებით. აქ შეგიძლია ჩამოტვირთვამდე გაეცნო ფაილს, ნებართვებსა და შენს არჩევანს.
ოფიციალური Fredo Retro დემო
ქვემოთ მოცემული მონაცემები ეხება მხოლოდ ამ საჯარო დემოს საინსტალაციოს. სხვა პეტებსა და ვერსიებს განსხვავებული ფაილები აქვთ.
- პლატფორმა
- Windows 10/11 · Retro
- ფაილი და ვერსია
- Fredo-Setup.exe · 1.9.7.0
- ზომა
- 24,430,080 ბაიტი (23.30 MiB)
- SHA-256
7aa3ba50c227f3b972599bec8387dda1d67e583fee08619cba86be644a490370- ციფრული ხელმოწერა — Authenticode
- ამ ჰეშის მქონე ფაილი ხელმოწერილი არ არის (NotSigned). შემოწმდა: 2026-10-18
ხელმოუწერელ აპზე Windows-მა შეიძლება უცნობი გამომცემლის ან რეპუტაციის გაფრთხილება აჩვენოს. ციფრული ხელმოწერა და ჰეშის დამთხვევა სხვადასხვა შემოწმებაა; არცერთი არ არის სრული უსაფრთხოების გარანტია.
ჰეში ადასტურებს, ემთხვევა თუ არა გადმოწერილი ფაილი აქ აღწერილ ვერსიას. თუ არ ემთხვევა, ან დაცვის პროგრამა საფრთხეს აფიქსირებს, ფაილი არ გაუშვა და დაგვიკავშირდი. დაცვის გამორთვა ან გაფრთხილების უგულებელყოფა საჭირო ნაბიჯი არ არის.
როგორ შევადარო ჰეში Windows-ზე?
PowerShell-ში გამოიყენე ქვემოთ მოცემული ბრძანება და ბილიკი შენს ჩამოტვირთულ ფაილზე მიუთითე. ეს ბრძანება მხოლოდ ჰეშს კითხულობს და საინსტალაციოს არ უშვებს. მიღებული Hash ზემოთ მითითებულ SHA-256-ს უნდა ემთხვეოდეს.
Get-FileHash -Algorithm SHA256 -LiteralPath "C:\path\to\Fredo-Setup.exe"ჩამოტვირთვა იწყება მხოლოდ ღილაკზე დაჭერით. macOS-ისა და ტელეფონის ვერსიები ამ საინსტალაციოში არ შედის.
ნებართვები შენი არჩევანით
მიკროფონისა და Windows-ის შეტყობინებების წვდომას ცალკე რთავ პეტის პარამეტრებში; ძირითადი გამოყენებისთვის ისინი აუცილებელი არ არის. შეტყობინებებისთვის ირჩევ წყაროებს, ტექსტის გამოჩენასა და მშვიდ საათებს. მათი ტექსტი შენს კომპიუტერში რჩება და ნოუთების სინქრონიზაციაში არ იგზავნება.
Cloud Notes და შეხსენებები
ლოკალური ნოუთებისთვის ანგარიში აუცილებელი არ არის. ანგარიშთან დაკავშირებული ნოუთები და შეხსენებები Windows-სა და ვებს შორის სინქრონდება. სტანდარტულ რეჟიმში სერვერს გასაღების დაცული ასლი აქვს და ტექნიკურად შეუძლია შინაარსის გაშიფვრა. პირადი გასაღების რეჟიმი ცალკე შეგიძლია აირჩიო; დაკარგულ პირად გასაღებს ვერ აღვადგენთ.
ანგარიშის რეჟიმში შეხსენების ელფოსტა საწყისად ჩართულია და ნოუთების გვერდზე ითიშება. პირად რეჟიმში ელფოსტას ცალკე რთავ. წერილში შენი შეხსენების პირადი ტექსტი არ ჩანს. მოწყობილობის კავშირის გაუქმება მასზე უკვე ჩამოტვირთულ ასლებს არ შლის.
მონაცემების დამუშავება და წაშლაგანახლება და წაშლა
მიმდინარე აპში ავტომატური განახლებები საწყისად ჩართულია და პარამეტრებში შეგიძლია გამორთო. მიმდინარე ვერსიებს ცალკე წაშლის პროგრამა არ აქვს; ჯერ გამორთე Windows-თან ერთად გაშვება, დახურე პეტი და მიჰყევი ინსტრუქციას მხოლოდ შესაბამისი პეტის საქაღალდისა და მალსახმობების წასაშლელად.
გამომცემელი და მხარდაჭერა
ი.მ. გიორგი ჯომარდიძეთუ უსაფრთხოების გაფრთხილებას ხედავ, მოგვწერე ზუსტი ბმული, ფაილის სახელი/ვერსია, SHA-256 და გაფრთხილების ტექსტი. არ გამოგზავნო პაროლები, პირადი ნოუთები ან აღდგენის გასაღები. საიტის ან ფაილის შესაძლო უსაფრთხოების ხარვეზიც ამავე საკონტაქტო გზით შეგვატყობინე.